იმიტომ, რომ სიმღერის მღერა არ არის „ლაპარაკი“, ის არის ავტომატური ენობრივი მოქმედება.

იცოდით, რომ სიმღერა და საუბარი ტვინში სხვადასხვა გზებით მუშავდება?
ბავშვი შეიძლება მღეროდეს სუფთად და ზეპირად იცოდეს ტექსტი, მაგრამ ვერ თქვას „წყალი მინდა“. ეს მიგვანიშნებს, რომ ბავშვის მიერ სიმღერის შესრულება არ ნიშნავს, რომ მეტყველება სრულად განვითარებულია. სიმღერა და მიზანმიმართული საუბარი ტვინში სხვადასხვა ნეირონულ ქსელებზეა დამოკიდებული.
არსებობს რეცეპტული და ექსპრესიული მეტყველება,
რეცეპტული მეტყველებაა გაგება, ხოლო ექსპრესიული მეტყველებაა გამოთქმა.
გაგებააა, როდესაც ესმის რას ნიშნავს გაგონილი სიტყვა, რას ეუბნებიან, ასრულებს ინსტრუქციას. ხოლო როდესაც ექსპრესიული მეტყველება ჩამორჩენილია ან დარღვეული, აქ ბავშვს შეიძლება ესმოდეს სიტყვები, იცოდეს მათი მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ახერხებდეს მიზანმიმართულ წარმოთქმას.
უფრო მარტივად რომ იყოს გასაგები, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კარგი რეცეპტული მეტყველება, ანუ ესმოდეს, რა არის „წყალი“, იცოდეს რას ნიშნავს სიტყვა „მინდა“, მაგრამ მოწყურების შემთხვევაში, ვერ თქვას ორი გადაბმული სიტყვა „წყალი მინდა“.ეს უკვე არის ექსპრესიული მეტყველება, გამოთქმა, სიტყვის შერჩევა, ბგერების სწორად ორგანიზება, მიზანმიმართული წარმოთქმა, სადაც ჩნდება სირთულე: სიტყვა უნდა შეირჩეს და ითქვას სწორ დროს, რომელიც უნდა იყოს კონკრეტული მიზნისთვის (მაგ; „მინდა წყალი“)
ეს ბევრად უფრო რთული ნეირომოტორული პროცესია!
ჩნდება კითვა: რატომ არის სიმღერა „ადვილი“,ხოლო საუბარი „რთული“?
პასუხი: სიმღერა მუშაობს სხვანაირად:
მას აქვს რიტმი და სტრუქტურა
სიმღერის სიტყვები მოდის ავტომატურად, მეხსიერებიდან
სიმღერაში, დამახსოვრებული სიტყვები ნაკლებად მოითხოვს სპონტანურ დაგეგმვას
ხშირად აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც მეტყველების კლასიკურ ზონებთან ნაკლებად არის დაკავშირებული
ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვი კი არ “იგონებს” სიტყვას, არამედ ის უბრალოდ გონებაში „რთავს“ უკვე ცნობილ მელოდიას/ტექსტს.
აი აქ კი ვრთავთ მუსიკის როლს ![]()
მუსიკა არის ხიდი რეცეპტულიდან ექსპრესიულ მეტყველებამდე.
მუსიკათერაპია კი:
• ამცირებს მეტყველების შიშს
• ააქტიურებს ტვინის სხვადასხვა ზონას ერთდროულად
• აკავშირებს ბგერას, მოძრაობას, ემოციას და სიტყვას
• მუსიკით ქმნის ემოციურ უსაფრთხოებას, რიტმულ ჩარჩოს
მუსიკათერაპია კი არ აიძულებს მეტყველებას, არამედ ის ცდილობს მის გამოწვევას.
იცოდით, რომ მოტორული უნარები პირდაპირ კავშირშია მეტყველებასთან? რატომ არის მოტორული უნარები პირდაპირ კავშირში მეტყველებასთან? რადგან ისინი ტვინში „კარის მეზობლები“ არიან ![]()
მეტყველების ზონები და მოტორული ქერქი ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, შესაბამისად როდესაც ვითარდება: ხელის მოძრაობა, სხეულის კოორდინაცია, ორმხრივი მოძრაობები, მოტორული დაგეგმარება, ერთდროულად სტიმულირდება მეტყველების დაგეგმვაც.
როგორ ეხმარება მუსიკა და რიტმი ბავშვს კონკრეტულად? რიტმი ეხმარება სიტყვების სტრუქტურირებაში,
მელოდია აადვილებს ბგერების თანმიმდევრობას,
სიმღერა ამცირებს სტრესს („შენ უნდა ილაპარაკო“),
მუსიკა აძლიერებს იმიტაციას (ბგერის, სიტყვის)
მოტორული სავარჯიშოებით, რომლებიც მოიცავს მუსიკას, რიტმსა და ხმას, ქმნის ნეირო-ფუნქციურ ხიდს მოძრაობასა და მეტყველებას შორის და წარმოადგენს ძლიერ სტიმულს ექსპრესიული მეტყველების განვითარებისთვის.
ეს სავარჯიშოები ხშირად მოწოდებულია თამაშის სახით, რაც კიდევ უფრო გასაგებს და მისაღებს ხდის ბავშვისთვის!
კიდევ ჩნდება შეკითხვა: რა ხდება ამ დროს ტვინში? მოძრაობა ააქტიურებს მოტორულ ქერქს, რიტმი აერთიანებს მოძრაობას დროში, ხმა აკავშირებს მოძრაობას ენობრივ ფუნქციასთან.
რატომ არ მუშაობს მხოლოდ მიმართვა, თხოვნა „აბა, თქვი“?
როდესაც ბავშვს ვეუბნებით:„თქვი სიტყვა“, ტვინს ერთდროულად სჭირდება:
1. სიტყვის დაგეგმვა
2. ბგერების ორგანიზება
3. ემოციური რეგულაცია
ეს კი ხშირად რთულია მათთვის, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ: დარტყმას + მოძრაობას + გამოვცემთ ბგერას, აი ამ დროს ტვინი იღებს სტრუქტურას და მხარდაჭერას.
ხშირად პირველი სიტყვები ჩნდება სიმღერის ფრაგმენტში, რიტმულ თამაშში, მუსიკალურ დიალოგში.
ზუსტი დრო შედეგის არ არსებობს, ეს ინდივიდუალურია, ვერც ერთი სპეციალისტი წინასწარ პირობას არ უნდა აძლევდეს მშობელს, რომ „ბავშვი 4 თვეში ამეტყველდება“ – ეს არ არის სწორი! ყველასთან შედეგი მოდის ინდივიდუალურად, პროცესში უფრო ჩანს ეს ყველაფერი. შესაძლოა კონკრეტულ შედეგზე ვერც გავიდეს სპეციალისტი, ან გავიდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე გეგმაში ჰქონდა.
ყველა შემთხვევაში აუცილებელია მშობლის/მეურვის ყურადღება და სპეციალისტის სწორი მიმართულება.
მეტყველება არ არის მხოლოდ ენა და ბგერები
ეს არის მოტორული უნარი
სხეულის განვითარება პირდაპირ აისახება საუბარზე
დაიმახსოვრეთ:
ბავშვი, რომელიც მღერის მაგრამ არ ლაპარაკობს:
• არ არის „უმოტივაციო“
• არ არის „ზარმაცი“
• მას სჭირდება სწორი ნეირო-ემოციური გზა სიტყვამდე და ეს გზა ხშირად იწყება მუსიკით ![]()
ავტორი: თაკო ჟორდანია, მუსიკათერაპევტი, კომოპოზიტორი

