თაკოს ისტორია

როგორც ადგილობრივი ლიდერობის მაგალითი, თაკოს ისტორია ასახავს იმას, თუ როგორ ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობის განვითარება და მიწოდება, სწორი უნარებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს მივანდოთ მხოლოდ.

Read this post in English.

თაკო ჟორდანიას მუსიკასთან გააზრებული და მნიშვნელოვანი ურთიერთობა 18 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან ადგილობრივ საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თაკომ პირველად იქ გაიაზრა მუსიკის ძალა; როგორ ეხმარებოდა მუსიკა როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც.

პროცესი ორმხრივია: თქვენ ეხმარებით სხვებს მუსიკის საშუალებით და ისევე როგორც მუსიკა გეხმარებათ თქვენ, ისევე როგორც მუსიკა გეხმარებათ და შუამავალია თქვენსა და თერაპიის მიმღებს შორის.

ამ ადრეული გამოცდილების საფუძველზე, თაკომ განაგრძო მუსიკის თერაპევტად გადამზადება და მას შემდეგ ოთხი თერაპიული წიგნი აქვს გამოცემული, ასევე კითხულობს ლექციებს მუსიკათერაპიის შესახებ.

ამის შემდეგ თაკოსა და Music as Therapy International-ს შორის დაკავშირება მოხდა 2021 წელს, როდესაც მონაწილეობდა USAID-ის პროექტში, სადაც იგი ატარებდა ონლაინ მუსიკალური თერაპიის სესიებს და ჩვენი დირექტორის, ალექსიას ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, თაკოს დისტანციურად სუპერვაიზორობას უწევდა ჩვენი მრჩეველთა საბჭოს წევრი ჯენი ლაასი, რასაც თაკო თვლიდა, როგორც ფასდაუდებელ შესაძლებლობას:

მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და მუდმივად სწავლა ცხოვრების ყველა ეტაპზე, თუმცა ეს ყოველთვის ადვილი არ არის, თუ არ გყავთ ირგვლივ სწორი ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ და მზად არიან შენთან ერთად შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. მე ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი ისეთი ორგანიზაციის ფრთის ქვეშ, როგორიცაა Music as Therapy International.

ჩვენმა პოზიტიურმა პარტნიორობამ საბოლოოდ განაპირობა on-site skill-sharing project (უნარების გაზიარების პროექტი) 2022 წლის მაისიდან, რომელიც ჩატარდა ღია სახლში ქუთაისში ( საქართველო) – ეს არის ცენტრი, რომელიც ზრუნვას და დახმარებას უწევს დაახლოებით 300 ბავშვს, რომელთა უმეტესობას აქვს განვითარების შეფერხება ან აუტისტური სპექტრის აშლილობა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრენინგის შესახებ ღია სახლიდან მოთხოვნა მოგვივიდა 2019 წელს, COVID-თან დაკავშირებული შეფერხების გამო, პროექტი გადაიდო, რამაც საშუალება მოგვცა ეს შესაძლებლობა მიგვენდო თაკოსთვის და მხარი დაგვეჭირა ადგილობრივი მუსიკალურ თერაპიის განვითარებას.

როდესაც ქალაქ ქუთაისში, ღია სახლის ცენტრში ახალ ადგილობრივ პარტნიორთან მუშაობის შესაძლებლობა გამოჩნდა, თაკო იდეალური ადამიანი იყო ამ როლის შესასრულებლად.

ჯენი ლაჰსი
მუსიკალური თერაპევტი, საკონსულტაციო ჯგუფის წევრი

თაკომ განაგრძობს მუშაობას მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ GAMMA-ში, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ Puzzle-ში მუსიკის თერაპევტად და ტრენერად და World Vision Georgia-ში.

მისი ხედვისა და თავდაჯერებულობის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2022 წელს თაკო გაემგზავრა სომხეთში, სადაც შეხვდა თერაპევტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე ჩაატარა ტრენინგები 3 თვის განმავლობაში, ხოლო მომდევნო ორი თვე იყო სუპერვაიზორი. ეს ფაქტი, ისევე როგორც ჩვენ ორგანიზაციასთან მუშაობა საქართველოში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის პროფერიულ გამოცდილებას, რომელიც მას დღემდე უნარჩუნებს მოტივაციას.

შეიძლება ერთსა და იმავე ენაზე არ ისაუბროთ, მაგრამ მუსიკისა და სხეულის ენის საშუალებით შესაძლებელია კომუნიკაცია და საერთო მიზნებისკენ სვლა.

მასალის ორიგინალი