ვებინარი: მუსიკის როლი ადრეულ განათლებაში

მოკლე აღწერა:

ვებინარი ეძღვნება მუსიკის მნიშვნელობასა და მის როლს ადრეულ განათლებაში. შეხვედრის სტუმარია მუსიკათერაპევტი, კომპოზიტორი, მუსიკის მასწავლებელი და „ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი — თამარ ჟორდანია.

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • მუსიკის როლი ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში;
  • ბავშვზე ორიენტირებული მუსიკალური პრაქტიკა;
  • მუსიკის პედაგოგისა და აღმზრდელის თანამშრომლობის გზები;
  • მუსიკალური აქტივობები საგანმანათლებლო პროცესსა და ყოველდღიურ რუტინაში;
  • მუსიკის ინტეგრაცია ამბის თხრობის პროცესში;
  • „კამიშიბაის“ (ქაღალდის თეატრის) მეთოდი.

ვებინარი განკუთვნილია საბავშვო ბაღების პერსონალისთვის, მშობლებისა და ადრეული განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ავტორი:ნინო ლაბარტყავა, თამარ ჟორდანია

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი