მოკლე აღწერა:
ვებინარი ეძღვნება მუსიკის მნიშვნელობასა და მის როლს ადრეულ განათლებაში. შეხვედრის სტუმარია მუსიკათერაპევტი, კომპოზიტორი, მუსიკის მასწავლებელი და „ინკლუზიური მუსიკალური განათლების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი — თამარ ჟორდანია.
ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- მუსიკის როლი ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში;
- ბავშვზე ორიენტირებული მუსიკალური პრაქტიკა;
- მუსიკის პედაგოგისა და აღმზრდელის თანამშრომლობის გზები;
- მუსიკალური აქტივობები საგანმანათლებლო პროცესსა და ყოველდღიურ რუტინაში;
- მუსიკის ინტეგრაცია ამბის თხრობის პროცესში;
- „კამიშიბაის“ (ქაღალდის თეატრის) მეთოდი.
ვებინარი განკუთვნილია საბავშვო ბაღების პერსონალისთვის, მშობლებისა და ადრეული განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ავტორი:ნინო ლაბარტყავა, თამარ ჟორდანია
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

